The New York Times: იმის შიშით, რომ ჯარში გაწვევა ცალმხრივი ბილეთია სისხლისმღვრელი პოზიციური ომისკენ, უკრაინელი მამაკაცები სახლებში იმალებიან, რათა თავი აარიდონ ქუჩებში მოხეტიალე ოფიცრებს

იმის შიშით, რომ ჯარში გაწვევა ცალმხრივი ბილეთია სისხლისმღვრელი პოზიციური ომისკენ, უკრაინელი მამაკაცები სახლებში იმალებიან, რათა თავი აარიდონ ქუჩებში მოხეტიალე გასაწვევი პუნქტის ოფიცრებს, – წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.

JPG edited with https://ezgif.com/resize

„ვლადისლავმა ჯერ კიევის ცენტრში გასვლა შეწყვიტა. შემდეგ სპორტდარბაზში ვარჯიში შეწყვიტა თავის უბანში პატრულირების გამო. ახლა კი ის დღეების უმეტეს ნაწილს საკუთარ ბინაში ატარებს“, – ნათქვამია სტატიაში.

„ისინი ახლა ყველგან არიან. ვეცდები, რომ არ დამიჭირონ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს შესაძლებელია“, – განუცხადა ვლადისლავმა გაზეთ The New York Times-ს.

მაშინ, როდესაც რუსული ძალები შეტევას ახორციელებენ ფრონტის ხაზზე, უკრაინელი სამხედროები ცდილობდნენ შეავსონ საკუთარი ძალები ფართომასშტაბური სამობილიზაციო კამპანიის მეშვეობით.

ბოლო მობილიზაციის დაწყებამდეც კი ათასობით მამაკაცი გაიქცა ქვეყნიდან. ვლადისლავის მსგავსი ბევრი ადამიანი იმალება იმის შიშით, რომ გაწვევა ცალმხრივი ბილეთია ფრონტის ხაზისკენ.

გაურკვეველია, რამდენი მამაკაცი იმალება, მაგრამ დიდ ქალაქებში, როგორიცაა კიევი და ლვოვი, სოციალური მედიის ჯგუფებში, რომლებიც აფრთხილებენ წევრებს გასაწვევი პუნქტის ოფიცრების გადაადგილების შესახებ, ათიათასობით წევრს ითვლის.

„ვშიშობ, რომ საკმარის მომზადებას ვერ მივიღებ, შემდეგ ფრონტისკენ უფრო ახლოს გამაგზავნიან და უაზროდ მოვკვდები“, – განუცხადა 28 წლის მიკიტამ გაზეთ The New York Times-ს.

ამ შიშებს მხარს უჭერს ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსი. მათი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ხშირად საკმარისად მომზადებულნი არ არიან.

ვიტალი ბონდარენკო, გასაწვევი პუნქტის ოფიცერი ლვოვში, ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მისი მანქანა ქუჩაში ჩერდება, მამაკაცები გარბიან.

„ისინი გვხედავენ და გარბიან“, – განაცხადა მან.

გაზეთ The New York Times-ის მიერ გამოკითხული უკრაინელი მამაკაცები აცხადებენ, რომ მათი მთავარი უკმაყოფილება უკრაინის მობილიზაციის პროცესს ეხება, რომელიც, მათი აზრით, ნაკლებად აქცევს ყურადღებას ადამიანების ფიზიკურ შესაძლებლობებსა და უნარებს და მათ უბრალოდ სასიკვდილოდ აგზავნის.