შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ჩარლზ ბრაუნმა განაცხადა, რომ ისრაელის შეტევამ ლიბანში შეიძლება გამოიწვიოს ირანის პასუხი.
გენერალმა აღნიშნა, რომ ირანი მხარს უჭერს „ჰამასს“, მაგრამ უფრო მეტ მხარდაჭერას გაუწევს „ჰეზბოლას“ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი იგრძნობენ, რომ „ჰეზბოლას“ სერიოზული საფრთხე ემუქრება.
ბრაუნმა, ასევე, განაცხადა, რომ აშშ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაეხმაროს ისრაელს „ჰეზბოლასთან“ უფრო ფართო კონფლიქტში.
გენერლის თქმით, აშშ აგრძელებს მოლაპარაკებებს ისრაელის ლიდერებთან და გააფრთხილა ისინი კონფლიქტის გაფართოების შესახებ.
„დაპირისპირებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას აშშ-ის ძალებს რეგიონში“, – დასძინა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა.