დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს – არის მსხვერპლი

დაღესტანში, დერბენტში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი და პოლიციის თანამშრომელი.

თავდასხმა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მოხდა.

„სავარაუდოდ, დერბენტში თავდამსხმელები თეთრი მანქანით გაიქცნენ“, – წერს რუსული მედია.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მუშაობენ.