დაღესტანში თავდამსხმელებმა 15-ზე მეტი სამართალდამცველი მოკლეს

დაღესტანში შეიარაღებული პირების მიერ თავდასხმების შედეგად დაღუპულ სამართალდამცველთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის სერგეი მელიკოვის განცხადებით, მახაჩკალასა და დერბენტში ოპერატიული საბრძოლო ღონისძიებების აქტიური ეტაპი დასრულდა.

მისი თქმით, ექვსი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

მელიკოვმა აღნიშნა, რომ დაღესტანში სიტუაციას სამთავრობო უწყებები და სამართალდამცველები აკონტროლებენ.

დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის განცხადებით, ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე თავდასხმებში მონაწილე ყველა პირს არ გამოავლენენ.