აფხაზეთისა და რუსეთის საზღვარზე სროლა იყო. ინფორმაციას Rianovosti ავრცელებს.
როგორც რუსული მედია წერს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა.
„ინციდენტში მონაწილე პირების დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის გარემოებები ამ დროისთვის დგინდება“, – აღნიშნა მინისტრმა.