უკრაინას სურს დასავლური იარაღით დაარტყას რუსეთის საჰაერო ბაზებს – NYT

უკრაინა მოუწოდებს თავის მოკავშირეებს დაუშვან დასავლური იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო ბაზებზე თავდასხმისთვის, – ამის შესახებ უკრაინული მედია The New York Times-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც The New York Times წერს, ვაშინგტონის მიერ გარკვეული ტიპის იარაღის გამოყენების აკრძალვის მოხსნა დაეხმარა უკრაინას ჩაეშალა რუსეთის შეტევა ხარკოვის რეგიონში და ასევე, შეამცირა ხარკოვის დაბომბვა. თუმცა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დარტყმები რუსეთზე ATACMS-ით.

„ეს უფრო შორი დისტანციის იარაღი საჭირო იქნება რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო ბაზებზე დასარტყმელად“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც მედია წერს, ხარკოვის მორიგი დაბომბვის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა დასავლელ პარტნიორებს, დაუშვან თავიანთი იარაღის გამოყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

„მხოლოდ ამ დღეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს ორი რუსული რაკეტა კალიბრი. გუშინ – 12 რუსული რაკეტა და 13 თავდასხმის დრონი. რუსული ტერორი არ ქრება, ამიტომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა – ყველანაირად. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ გვაქვს საკმარისი მონდომება, გავანადგუროთ ტერორისტები მათ ტერიტორიაზე და გვჭირდება გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორებისგან“, – ციტირებს გამოცემა ზელენსკის სიტყვებს.