„ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა“ – რატი იონათამიშვილი

ოპოზიციის ბოიკოტი, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, მმართველი გუნდის განმარტებით, საპარლამენტო სივრცეში ოპოზიციის მიერ საკუთარი როლის დაკნინებაა. ასეთი ქმედებებით ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლობას გამოხატავს.

„ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა. საზოგადოებამ, და განსაკუთრებით მათმა მხარდამჭერებმა, უნდა იცოდნენ – ესენი ბოიკოტს მხოლოდ იმიტომ აცხადებენ, რომ ეზარებათ, არ უნდათ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება, მაგრამ პარალელურად, უნდათ, რომ აიღონ ხელფასები. ამიტომ, ეს არის მათი ალიბი ხელფასების ასაღებად. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულების გამო ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში მათმა ამომრჩეველმაც კი დაადოს პოლიტიკური სანქცია“, – მიიჩნევს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.