ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. ინფორმაციას „ბილდი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ესკორტის მანქანა პოლიციის ორ მოტოციკლეტს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი გერმანელი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი – მძიმედ დაშავდა.

ამავე ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთისა და შოტლანდიის მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდა.