ალან ბერსე ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე შვეიცარიელი ალენ ბერსე აირჩიეს.

ის ხუთწლიანი ვადით უფლებამოსილების შესრულებას 18 სექტემბრიდან შეუდგება. ის ამ თანამდებობაზე მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს ჩაანაცვლებს.

ალან ბერსე 2012-2023 წლებში შვეიცარიის მთავრობის წევრი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ორჯერ იკავებდა პრეზიდენტის პოსტს, ასევე იყო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი. 2003-2011 წლებში ის შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი იყო.