დმიტრი პესკოვი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერების გაცემას აბსურდულს უწოდებს

კრემლში ჰააგის სასამათლოს მიერ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერების გაცემას აბსურდულს უწოდებენ.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ეს ორდერები საკმაოდ აბსურდულად მიგვაჩნია, როგორც წინა ორი ორდერი, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფოს ლიდერსა და ჩვენს ბავშვთა ომბუდსმენს“,- განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მის მიერ გაცემულ ორდერებს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 25 ივნისს რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივნის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა.

2023 წელს ჰააგის სასამართლომ ასევე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა