ჰაკან ფიდანი: მსოფლიო უფრო პოლარიზებულია რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის გამო

მსოფლიო უფრო პოლარიზებულია რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის გამო, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს კონფლიქტის გაფართოებისა და ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი.

ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, როგორც რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე, ისრაელის შეტევა ღაზაზე შეიძლება გადაიზარდოს რეგიონულ ან თუნდაც გლობალურ ომებში.

„განხეთქილება უფრო ღრმავდება. ეს კონფლიქტები შეიძლება გადაიზარდოს რეგიონულ და გლობალურ ომებში. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ყველას ჩართულობა და დახმარება“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.