ჯეიმს ობრაიენი 27-29 ივნისს ვიზიტით აზერბაიჯანსა და ხორვატიაში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი 27-29 ივნისს ვიზიტით აზერბაიჯანსა და ხორვატიაში ჩავა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბაქოში ობრაიენი აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესს და აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიმართ.

ობრაიენი, ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რათა აღნიშნოს აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა.

ბაქოდან ჯეიმს ობრაიენი ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც დუბროვნიკის ფორუმს დაესწრება და ევროპელ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან დასავლეთ ბალკანეთის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას განიხილავს