ქართული მოცვის 99% რუსეთში გაიყიდა

2024 წლის ხუთ თვეში საქართველოდან მოცვის 99% რუსეთის ბაზარზე გავიდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მაისში ჯამში ექსპორტზე გავიდა 939.5 ათასი დოლარის ღირებულების 143.8 ტონა მოცვი. აქედან რუსეთში ექსპორტმა 929.89 ათასი დოლარი შეადგინა (142.06 ტონა) სომხეთში კი მხოლოდ 9.62 ათასი (1.82 ტონა). შესაბამისად, გამოდის, რომ რუსეთში ერთი კილოგრამი მოცვი 6.5 დოლარადა, სომხეთში კი 5.3 დოლარად.

რაც შეეხება გასული წლის სრულ სტატისტიკას, შარშან ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდა 20.601 მლნ დოლარის ღირებულების 3 412 ტონა მოცვი (ასევე ახალი შტოში), ეს კი წინა წელთან შედარებით 12.4 მლნ დოლარით მეტია. 2022 წელს ექსპორტირებული იქნება 8.202 მლნ დოლარის 1 360 ტონა მოცვი.

ძირითადი გასაღების ბაზარი წინა წელსაც რუსეთი იყო, სადაც ექსპორტმა მთლიანი მაჩვენებლის დაახლოებით 94.5% შეადგინა. კერძოდ, 2023 წელს რუსეთში ექსპორტზე გავიდა 19.474 მლნ დოლარის ღირებულების 3 241 ტონა მოცვი (კილოგრამის საშუალო ფასი 5 დოლარი). 347.81 ათასის ღირებულების მოცვის ექსპორტი განხორციელდა არაბთა გაერთიანებული საამიროებში, 176.65 ათასის – სომხეთში. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან – პოლონეთი 175.02 ათასის ღირებულების მოცვით და ნიდერლანდები 166.09 ათასის ღირებულებით.

ამასთან, 2023 წელს ქართული მოცვი გაიყიდა – გერმანიაში, კატარში, ქუვეითში, საუდის არაბეთში, ინდოეთში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მოცვის სეზონი მაისში დაიწყო და შესაბამისად, ექსპორტის მოცულობა დიდი ალბათობით, მომდევნო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ფერმერები წელს მოცვის ექსპორტიდან 100-120 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებენ.