რუსეთმა 80-ზე მეტი ევროპული მედიასაშუალებაზე წვდობა შეზღუდა

რამდენიმე რუსული სახელმწიფო მედიასაშუალების ევროკავშირში აკრძალვის საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტ ევროპულ მედიასაშუალებაზე წვდომას შეზღუდავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

შეზღუდვები შეეხება Der Spiegel-ს, El Pais-ს, Politico-ს და სხვა ცნობილ გამოცემებს. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა.