ტრამპის პრიორიტეტი იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მალე დასრულება – ტრამპის საარჩევნო შტაბი

თუ დონალდ ტრამპი ხელახლა აირჩევა შეერთებული შტატების პრეზიდენტად, მისი პრიორიტეტი იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის, რაც შეიძლება მალე დასრულება, მაგრამ ამავდროულად, ევროპულმა ქვეყნებმა უფრო დიდი წვლილი უნდა შეიტანონ უსაფრთხოების მხარდასაჭერად, – განაცხადა ტრამპის საარჩევნო შტაბმა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, მისი მეორე ვადით არჩევის შემდეგ მთავარი პრიორიტეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომის რაც შეიძლება მალე დასრულება. ვინაიდან შეერთებულმა შტატებმა გაცილებით მეტი გადაიხადა“, – ნათქვამია წერილობით პასუხში.

გარდა ამისა, წერილობით პასუხში ხაზგასმულია, რომ ტრამპი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აღადგინოს მშვიდობა და ამერიკის ძალა.

„ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არასდროს მოხდებოდა, დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი. ძალიან სამწუხაროა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.