ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები სადაც გვაქვს ხელმოწერილი, ყველა შემთხვევაში, შესაბამის ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა

სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები სადაც გვაქვს ხელმოწერილი, ყველა შემთხვევაში ჩვენთვის სწორედ სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის განმარტების თხოვნას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.

„ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, რამდენად არის კონკრეტულ ქვეყანასთან პარტნიორობა სტრატეგიული. რეალურად, ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობას ჩვენთვის სადაც აქვს სტრატეგიული პოლიტიკური, თუ ეკონომიკური მნიშვნელობა, იქ ვცდილობთ, დავდოთ შეთანხმებები სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.აქედან გამომდინარე, თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად და სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები სადაც გვაქვს ხელმოწერილი, ყველა შემთხვევაში, შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენთვის სწორედ სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა“, – განაცხადა პრემიერმა.