ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან მამაკაცი გარდაიცვალა

ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მამაკაცმა პოლიციის მიმართულებით მშვილდისარი ისროლა, რასაც სამართალდამცველის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. პოლიციელი კისრის არეში დაიჭრა.

ისრაელის საელჩო დღეს დაკეტილია და თანამშრომლებიც არ მუშაობენ. მედიის ცნობით, თავდასხმის მიზეზი უცნობია.