,,ნიუ იორკ თაიმსის“ სარედაქციო საბჭო ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლის დატოვებისკენ მოუწოდებს

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ სარედაქციო საბჭო აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლის დატოვებისკენ მოუწოდებს მას შემდეგ, რაც 28 ივნისს ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.

„ბაიდენს შეუძლია ყველაზე დიდი საჯარო სამსახური გასწიოს და გამოაცხადოს, რომ მეორე ვადით კენჭს არ იყრის. დემოკრატებს ჰყავთ ლიდერები, რომლებიც უკეთესად არიან მომზადებული, რომ ტრამპთან შედარებით მკაფიო, მყარ და ენერგიულ ალტერნატივად გამოჩნდნენ. პარტიას ქვეყნის სტაბილურობით, უსაფრთხოებით გარისკვის მიზეზი არ აქვს, მათ არ აქვთ მიზეზი დააძალონ ამომრჩეველს არჩევანი ტრამპის და ბაიდენის ნაკლოვანებებს შორის გააკეთონ. ძალიან დიდი ფსონია იმედოვნებდე, რომ ამერიკელები უგულებელყოფენ ან უარყოფენ ბაიდენის ასაკს, რომელსაც საკუთარი თვალით ხედავენ“, – წერს გამოცემა.

NYT-ის სარედაქციო საბჭო აცხადებს, სიმართლე არის ის, რომ ბაიდენმა გამოცდა ვერ ჩააბარა.

საბჭოში აღნიშნავენ იმასაც, რომ დებატების დროს ბაიდენი ცდილობდა ტრამპის პროვოკაციებისთვის ეპასუხა, გამოეაშკარავებინა ტრამპის ტყუილები, წარუმატებლობა და საშიში გეგმები.

საბოლოოდ კი, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“-ის სარედაქციო საბჭო წერს, მედიასაშუალება ბაიდენს კვლავ დაუჭერენ მხარს, თუ არჩევანის გაკეთება ისევ მასსა და ტრამპს შორის მოუწევთ.