თბილისში, 28 ივნისს, „ევრო-აზიური ალიანსის“ (ხელმძღვანელი ვიქტორ კუსიანი) ინიციატივით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს ეკონომიკური ინტერესები, დასავლური დახმარება და ევრაზიული ინტეგრაცია“.
ეკონომისტებმა, პოლიტოლოგებმა, სხვა დარგების სპეციალისტებმა განიხილეს დასავლეთის მიერ საქართველოსთვის დეკლარირებული დახმარება, რომელიც, ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების ფონზე, სერიოზულ დაზუსტებას საჭიროებს. ეს მით უფრო, რომ საქართველოს ეკონომიკა და ვაჭრობა ძირითადად ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეზე (ძირითადად რუსეთზე) და სხვა მეზობლებზეა (მაგალითად, თურქეთი) ორიენტირებული, ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე.
საქართველოს მოსახლეობას დასავლური პროპაგანდა არწმუნებს, რომ თუ არა დასავლური ე. წ. დახმარება, ქვეყანა ვერ იარსებებს. არადა, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. დასავლური ფულადი ტრანშები, გრანტებად გაფორმებული, ემსახურება ისეთ პროექტებს, რომლებიც ხშირად დასავლეთის ინტერესებში უფრო მეტად არის, ვიდრე საკუთრივ საქართველოსი. მთლიანი დახმარების მოცულობაც, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით, არ არის შთამბეჭდავი და საქართველოს ეკონომიკისთვის განმსაზღვრელი.
მტკნარი სიცრუეა დოგმა, რომელსაც აშშ საელჩო ავრცელებს, რომ თითქოს საქართველო ევრაზიის ტერიტორიაზე პირველ ადგილს იკავებს ერთ სულ მოსახლეზე მიღებული დახმარების მოცულობით. მარტივი არითმეტიკა ცხადჰყოფს, რომ საქართველოს შედარება ამერიკული ფულადი დახმარების მიმღებ სხვა ევრაზიულ ქვეყნებთან – ისრაელთან, უკრაინასთან, ეგვიპტესთან, ერაყთან და ავღანეთთან არასერიოზულია.
ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ, ისევ და ისევ ამერიკული გრანტებით დაფინანსებული „ფაქტჩეკერების“ მიერვე გავრცელებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ ბოლო 32 წლის მანძილზე საქართველოს სახელზე აშშ-ის მიერ გაცემული ე. წ. დახმარებების ოდენობა, 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით (თუკი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას 4 მილიონამდე დავამრგვალებთ), 30-38 დოლარის ფარგლებში მერყეობს და, შედარებისთვის, ისრაელის მოსახლეობაზე გადაანგარიშებით, ეს მაჩვენებელი, სულზე, მინიმუმ 428 დოლარს შეადგენს (ისრაელის მოქალაქე დაახლ. 7 მილიონი ადამიანი).
გაცილებით უფრო შთამბეჭდავია რუსეთის დახმარება თავისი მოკავშირეებისათვის პოსტსაბჭოთა სივრცეზე, მაგალითად, ბელორუსიისა და ყირგიზეთისთვის, ისევე, როგორც ჩვენი ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ (რომელთა რუსეთის მიერ აღიარებასაც სააკაშვილის რეჟიმს უნდა „ვუმადლოდეთ“), ვიდრე აშშ-ის დახმარებები საქართველოსთვის – აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.
რცხილაძემ ასევე შეახსენა დამსწრეთ, რომ აშშ საქართველოსადმი „დახმარებად“ მიიჩნევს ისეთ საეჭვო პროექტსაც, როგორიც ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიაა. იმაზე, რომ ლაბორატორია საქართველოსთვის არაფერი მოაქვს და, პირიქით, საფრთხის შემცველია, უფრო ვრცლად ვიქტორ კუსიანმა ისაუბრა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ თავიანთი დარგების ცნობილი წარმომადგენლები: დემურ გიორხელიძე, ელიზბარ ელიზბარაშვილი, თემურ მაისურაძე, გია თოიძე, გიორგი ხარიბეგაშვილი.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ევრო 2024-ის მერვედფინალზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1 200-მდე ქომაგს მიეცა