ტრამპი: ეს არჩევნები არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრა დებატებზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ ეს იყო დიდი გამარჯვება ჯო ბაიდენზე.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ბაიდენის პრობლემა ასაკი არ არის, რადგან თავად ბევრ ხანდაზმულს იცნობს, რომლებიც კარგ ფორმაში არიან.

მისი თქმით, ბაიდენის პრობლემა არაკომპეტენტურობაა.

„ეს არჩევნები არის არჩევანი ძალასა და სისუსტეს შორის, კომპეტენციასა და არაკომპეტენტურობას შორის, მშვიდობასა და კეთილდღეობას შორის, ომსა თუ „არა ომს“ შორის“, – აცხადებს ტრამპი.