რატომ იმყოფებოდა გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკაში? – რას აცხადებენ სუს-ში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს. მათივე განმარტებით, აშშ-ში ლილუაშვილის ვიზიტი ყოველწლიურია.

„ეს იყო ყოველწლიური ოფიციალური ვიზიტი, ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი იყო უსაფრთხოების მიმართულებით. თავადაც თქვა [12 ივნისს, პარლამენტში] – გრძელდება პარტნიორობა და ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებსო – ამასთან დაკავშირებით იყო წასული“,- აცხადებენ სუს-ში.

თუმცა სუსის ამ განმარტების მხოლოდ ძალიან გულუბრყვილოებს სჯერათ.