საქართველოს ხელმძღვანელობამ, გაჭირვებით და დაგვიანებით, გააცნობიერა, რომ უკრაინის რეჟიმისა და ანტირუსული ქმედებების მხარდაჭერა მისთვის წამგებიანია და ბოლო დროს კიევის მხარდაჭერისა და პირდაპირი დახმარებისგან დისტანცირებას ცდილობს.
ბუნებრივია, ამ ვითარებაში ხელისუფლებისა და ხალხის, ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. საქართველოს სახელმწიფო (ეროვნული) ინტერესი არასოდეს ყოფილა რუსეთთან დაპირისპირება. პირიქით, საქართველოს უნდა ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა მეზობელთან, რომელზედაც დამოკიდებულია საქართველოს მრავალი პრობლემის გადაწყვეტა.
მაგრამ არის დაინტერესებული მხარე – დასავლეთი, ნატო-ს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სახით, რომელსაც არ სურს, დაუშვას არა მხოლოდ დაახლოება, არამედ თუნდაც უბრალო დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის. ყოველი ასეთი მცდელობა, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დასავლელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების ძნელად დაფარულ, მაგრამ გადამწყვეტ უკმაყოფილებას აწყდებოდა. მათ ყოველთვის სურდათ და სურთ საქართველოს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ, მიუხედავად თავად ქართველი ხალხის ინტერესებისა.
საქართველოს ანტირუსული მიზნებისთვის გამოყენების ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი უკრაინის კონფლიქტია. იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ანტირუსულ ქმედებებში ჩაბმა, დასავლეთის ქვეყნების აგენტებმა დაიწყეს საქართველოდან ბოევიკების დაქირავება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახუროდ. მოგეხსენებათ, ყველა უცხოელი დაქირავებული მებრძოლის რიგებიდან ქართველებს ჰყავთ ყველაზე მეტი მებრძოლი. მაგრამ უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურები ამ პროცესში ადგილობრივ ძალებს იყენებენ. საიდუმლო არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი, კობა ხაბაზი (ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ თანათავმჯდომარე) და მიხეილ მამულაშვილი (უკრაინაში ე. წ. „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მეთაური) ახორციელებენ საქართველოს მოქალაქეების უკრაინაში გაგზავნას და ბრძოლებში ჩართვას. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები მჭიდრო კავშირში არიან „ქართულ ლეგიონთან“, რომელიც, მ. მამულაშვილის თქმით, 2014 წლის თებერვალში კიევში აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, იმ დროს თბილისში მოეწყო სამობილიზაციო ცენტრი მოხალისეებისა და მატერიალური რესურსების შესაგროვებლად.
შედეგად, 2014 წლის აპრილში კიევსა და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებისთანავე, უკრაინაში გარკვეული სამხედრო მომზადების მქონე საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი ჩავიდა მ. მამულაშვილის ხელმძღვანელობით. ახლა კი, ამ პირების წაქეზებით, თუმცაღა ზოგიერთი მათგანი ციხეშია, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან უკრაინაში, სადაც, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, ქვეყანამ დაკარგა ჩვენი ხალხის 60-ზე მეტი წარმომადგენელი. ბოევიკების უმეტესობა კარგი ფულადი ანაზღაურებით ან უბრალოდ, დაპირებებით მიიტყუეს. მაგრამ მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ პროფესიონალები. დიდი ხანია, ცნობილია, რომ უკრაინის ჯარში არაერთი ქართველი მოხვდა, რომლებიც ადრე მშვიდობიანად ირჩენდნენ თავს მეზობელ პოლონეთში. მათ უკრაინაში კარგ ხელფასს ჰპირდებოდნენ საომარი მოქმედებებში პირდაპირი მონაწილეობის გარეშე – ისინი სავარაუდოდ სჭირდებოდათ ქალაქის ქუჩებში ან მაგისტრალებზე პატრულირებისთვის, მაგრამ, საბოლოოდ, ისინი აღმოჩნდნენ ფრონტის წინა ხაზზე, საბრძოლო გამოცდილების გარეშე. ასეთ ისტორიებს ყვებიან რუსეთის ტყვეობაში ჩავარდნილი ეს უიღბლო, უბრალო საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც გადაწყვიტეს იოლი ფულის შოვნა, საკუთარი თავისთვის დიდი რისკის გარეშე.
ამავდროულად, რა თქმა უნდა, უკრაინაში ეგრეთ წოდებული „ქართული ლეგიონის“ ხერხემალს იდეოლოგიურად დამუშავებული ადამიანები შეადგენენ, რუსოფობიური სულისკვეთებით, გამორეცხილი ტვინებით. თუმცა ისინი ქართველები არიან, ჩვენი მოქალაქეები. ისინი ადვილად შეიძლება დაუპირისპირდნენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და ყველას, ვინც არ ეთანხმება ჩვენი ქვეყნის რადიკალურად პროდასავლურ კურსს. ანუ ისინი ერთდროულად „ჩვენებიც“ არიან და მტრებიც. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ არ ვუსურვებთ მათ ზიანს და გვინდა, რომ გონს მოვიდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ვერ უნდა შეუქმნან საფრთხე საქართველოს განვითარებას უცხოური დაზვერვის სამსახურებისა და მათი ადგილობრივი დამქაშების, „ნაციონალების“ და სხვა მსგავსი პარტიების მითითებით.
საქართველოში ამ გაზაფხულს გაჩაღებულმა საპროტესტო აქციებმა პოტენციურად გადაარჩინა 300-მდე ქართველის სიცოცხლე, რომლებიც უკრაინული პოზიციებიდან გამოიყვანეს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად. მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია, მაგრამ არ შეიძლება, მშვიდად ვუყუროთ ამ ქმედებებში გადაცმული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას, რომლებმაც გამოიარეს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან ფეთქებადი მომენტი საქართველოსთვის, რომელიც შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს მშვიდობიანი დღის წესრიგიდან შეიარაღებულზე. პირდაპირ ვთქვათ! ხვალ უკვე არჩევნებია, მაგრამ გუშინ უნდა გვემოქმედა! საით იყურება ჩვენი მთავრობა, საით იყურებიან ჩვენი სპეცსამსახურები? – იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი სწორი მიმართულებით იყურებიან. ჩვენი მიზანია, ხელისუფლებას უბრალოდ შევახსენოთ არსებული პრობლემა. ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო ხერხი, ჩვენი აზრით, არის რუსოფობიის შეჩერება (საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო იძულების წესით) მასმედიაში და ნებისმიერ საჯარო პლატფორმაზე, საქართველოს მოქალაქეების უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მიღების არხების გადაკეტვა – ყოველივე ეს ძირშივე უნდა აღიკვეთოს, ხოლო უკვე „გაჯეჯილებული“ ბოევიკები მკაცრი დაკვირვების ქვეშ უნდა მოექცნენ.
რ. გ.