ისრაელის მზარდი რიტორიკა და ლიბანზე თავდასხმები ძალიან შემაშფოთებელია თურქეთისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენს რეგიონში ვერცერთი სახელმწიფო, მათ შორის თურქეთი, ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის პირობებში ისრაელის აგრესია არ შეჩერდება“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, თურქეთი მხოლოდ იცავს და გააგრძელებს სამშობლოს დაცვას.
„თურქეთი არ არის და არ იქნება სახელმწიფო, რომელიც მიატოვებს თავის მეგობრებს“, – დასძინა ერდოღანმა.