ისრაელში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ორი მამაკაცი დაჭრა, ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა
ისრაელის ჩრდილოეთში, სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ერთ-ერთი მათგანი, მოგვიანებით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
თავდამსხმელი სამართალდამცველმა მოკლა. პოლიცია ინციდენტს ტერორისტულ აქტად განიხილავს.
მაკა ბოჭორიშვილი – ამერიკული დელეგაციისგან იყო შემოთავაზება, ეუთო-ს რეზოლუციაში ჩაწერილიყო ფორმულირება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს, საბოლოოდ, დავარწმუნეთ ყველა, რომ ეს არ შეიძლებოდა