ხინკალი რესტორანში, ყავა კაფეში – კიდევ რა მომსახურებები გაძვირდა

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას და თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 % -ით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ივნისში (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), პროდუქტების ნაწილი მაინც გაძვირებულია. მათ შორის, ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა მწვანილზე, ჭარხალსა და საზამთროზე.

რა შეეხება ტოპ-5 გაძვირებულ მომსახურებას, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 40%
  • მღებავის მომსახურება – 32%
  • ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 32%
  • მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება – 17%
  • ავტომობილის შეკეთება – 16%

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში გაძვირებულია: ხინკალი რესტორანში – 12,3%-ით, ყავა კაფეში – 12%-ით, დასწრება კინოსეანსზე – 14%-ით, თვითმფრინავით მგზავრობა – 32% და ა.შ.