,,ლე პარიზიენი“ – ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მიქაუტაძის დაწინაურება სასიამოვნო სიურპრიზია

ევრო 2024-ზე დიდი ვარსკვლავები ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებენ. კილიან მბაპეს მხოლოდ ერთი ბურთი აქვს გატანილი, კრიშტიანუ რონალდუს კი თამაშიდან ჯერ არ გაუტანია.

ჩემპიონატის დაწყებამდე ბომბარდირთა ასეთი რეიტინგს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. სასიამოვნო სიურპრიზია მეგოლეებს შორის ქართველი გიორგი მიქაუტაძის დაწინაურება. „მეცის“ თავდამსხმელი სამი გოლითა (მათ შორის, ორი პენალტით) და ერთი საგოლე გადაცემით ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა. 23 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანა და ვილი სანიოლის ნაკრების მიერ ნაჩვენები ისტორიული შედეგის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა.

კილიან მბაპემ და ჰარი კეინმა მიღწევებით ჯერ თავი ვერ გამოიჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კრიშტიანო რონალდო, რომელმაც დიდი საერთაშორისო შეჯიბრის (ევროპისა და  მსოფლიო ჩემპიონატი) ჯგუფური ეტაპი უგოლოდ კარიერაში პირველად დაასრულა“, – წერს ფრანგული გამოცემა.