ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 100-მდე რაკეტა ისროლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ამავე ცნობით, რაკეტების სამიზნე კირიათ შმონა, გალილეა და გოლანის მაღლობები გახდა.
ისრაელის წინააღმდეგ იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ ლიბანში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაკეტების უმრავლესობა დაუსახლებელ ადგილებში ჩამოვარდა.