კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრაზე ისაუბრა.
პესკოვმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესს ეხებოდა.
პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს უკრაინის კონფლიქტის მოგვარება რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე უპერსპექტივოა.
„სხვათა შორის, აშკარად აღინიშნა ნებისმიერი ფორმატის უშედეგობა რუსეთის მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა პესკოვმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ პრეზიდენტების შეხვედრაზე უკრაინა არ ყოფილა საუბრის „ცენტრალური თემა“.