„რესპუბლიკელები“ ბაიდენის გადაყენებას აპირებენ, მაგრამ მათ ერთიანი პოზიცია არ აქვთ – The Hill

აშშ-ის „რესპუბლიკურ პარტიაში“ ვერ ჩამოაყალიბეს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით ღირს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თანამდებობიდან გადასაყენებლად 25-ე შესწორების გამოყენება. ეს შესწორება თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენებას ითვალისწინებს მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის გამო და პრეზიდენტის მოვალეობა დროებით ვიცე-პრეზიდენტს ეკისრება. ინფორმაციას thehill.com ავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს მიაჩნია, რომ ეს პერსპექტივა საკმაოდ რეალურია. „რესპუბლიკელები“ ამ შემთხვევაში „დემოკრატებთან“ როლებს ცვლიან, რომლებიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს იმავეს გაკეთებას აპირებდნენ ტრამპთან დაკავშირებით.

თუ „რესპუბლიკელების“ ნაწილს მიაჩნია, რომ ბაიდენის ჯანმრთელობა თანამდებობიდან მისი გადაყენების საფუძველი უნდა გახდეს და ეს შანსი გამოყენებული უნდა იყოს, ამ პარტიის მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ამ საკითხის დაყენება აუცილებელი არ არის, რადგანაც ბაიდენის პრობლემები ისედაც დღითი დღე მატულობს.

„ძალიან გამაღიზიანებელია, რომ სხვა პარტია აშშ-ის თვალწინ საკუთარ თავს ანადგურებს. ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვიდგეთ და ამას ვუყუროთ. ჩვენ გვინდა ყველას დავანახოთ, თუ ვინ არის სინამდვილეში „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი“, – განუცხადა გამოცემას „დემოკრატების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

ჩვენ ყველამ დავინახეთ რა მოხდა ტრამპის და ბაიდენის დებატებზე და რა რეაქცია ჰქონდა „დემოკრატიულ პარტიას“. მათ უბრალოდ არ იციან, რა გააკეთონ. არ არის აუცილებელი პროცესში ჩარევა, უბრალოდ უნდა ვისხდეთ და ვუყუროთ“, – განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ წევრმა.

როგორც სოციალურ ქსელში ტეხასის შტატის კონგრესმენმა-რესპუბლიკელმა ჩიპ როიმ განაცხადა, პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვეღარ ასრულებს, ხოლო „რესპუბლიკელები“ მომგებიან პოზიციაში იმყოფებიან იმისდა მიუხედავად, ბაიდენი იქნება დემოკრატების კანდიდატი, თუ ვინმე სხვა.

ნიუ-ჰემფშირის შტატში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ტრამპი ბაიდენს 2 პუნქტით უსწრებს, 2020 წლის არჩევნებზე ბაიდენმა კონკურენტს ამ შტატში 7 პუნქტით აჯობა.

მაგრამ „რესპუბლიკელებს“ ესმით, რომ მათი გამარჯვება გარანტირებული სულაც არ არის. ყველა ამომრჩეველი უკვე ჩამოყალიბდა თუ ვის მისცემს ხმას და მას დებატები ან სხვა მოვლენები ვეღარ შეცვლის.

„ტრამპს და ბაიდენს შორის ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული მილიმეტრისთვის გაიმართება. მათი შანსები თითქმის ტოლია. არის ხალხი, ვისაც ტრამპის პოლიტიკა მოსწონს, მაგრამ ტრამპს ხმას არ აძლევს, იმიტომ რომ თვითონ ტრამპი არ მოსწონთ, იგივე ეხება ბაიდენსაც. ასე რომ პროგნოზის გაკეთება ძალზე რთულია“, – ამბობს „დემოკრატების“ კიდევ ერთი წარმომადგენელი.

თუ ბაიდენის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოიხსნა, მაშინ მას, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეცვლის. ჰარისი ტრამპს მხოლოდ 2 პუნქტით ჩამორჩება, მან ასევე აჯობა კალიფორნიის გუბერნატორს ჰევინ ნიუსემს და მიჩიგანის გუბერნატორს გრეტჰემ უიტმერს.

„დემოკრატების“ ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ ბაიდენის მხარდაჭერის მიუხედავად, ისინი ჰარისსაც მხარს დაუჭერენ, თუ პარტია მას დაასახელებს.

„მან უდიდესი შრომა ჩაატარა, როდესაც პრეზიდენტს გვერდით ედგა, ეს ეხება ქვეყნის მართვასაც და პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებსაც“, – ამბობს სენატორი-დემოკრატი ლაფონზა ბატლერი.

„მე კარგად მესმის, თუ რატომ ამბობენ „რესპუბლიკელები“, რომ სჯობს ბაიდენს თავი დავანებოთ და იყოს ყველაფერი ისე, როგორც ახლა არის. მისი რეიტინგი ეცემა, ასე რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის დამარცხება სავსებით რეალურია“, – განაცხადა – ჩრდილოეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტილის ჰილმა. მან დაამატა, რომ ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არც ერთი კომპანია გენერალურ დირექტორად არ დატოვებდა, ბაიდენი კი ქვეყნის მთავარსარდალი კიდევ 7 თვის განმავლობაში უნდა იყოს.

„რესპუბლიკელებს“ მიაჩნიათ, რომ ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლების შემთხვევაში, სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვლება, რადგანაც ბოლო 4 წლის განმავლობაში თეთრი სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შესაძლოა, ბაიდენის გარდა კამალა ჰარისზეც გავრცელდეს.