არ შეიძლება მხოლოდ საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, აუცილებელია გეგმა, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ინიციატივას.
„მნიშვნელოვანია, უნგრეთი აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია, აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ ასობით შეხვედრა გამართა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით, რუსეთმა კი ეს ყველაფერი ჩაშალა.
„მაშასადამე, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთაშორისო პლატფორმაზე ქვეყნების, ლიდერების თანდასწრებით, რომლებსაც აქვთ ნდობა. მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ომის დასრულების ეტაპებზე, მაგრამ ჩვენ ყველა ერთ მხარეს უნდა ვიყოთ, უნდა ვენდოთ ერთმანეთს“, – განმარტა ზელენსკიმ.