ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა შეიძლება დაასრულონ ომი უკრაინაში, თუ ისინი გვერდით გადადებენ უთანხმოებებს და ერთად იმოქმედებენ, – აღნიშნული მოსაზრება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში გამოთქვა.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ჩინეთს შეუძლია შეასრულოს დიდი როლი კონფლიქტის მოგვარებაში, რადგან მოსკოვი ძალიან არის დამოკიდებული მის საექსპორტო ბაზარზე.
ზელენსკიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინული და რუსული ძალები ბრძოლის ველზე ჩიხში მოხვდნენ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებულ 61 მილიარდიან დახმარებაზეც ისაუბრა და შეერთებული შტატების ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ტექნიკას ძალიან დიდი დრო სჭირდება ფრონტზე მისასვლელად.
„ეს არის ამ ომის ყველაზე დიდი ტრაგედია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.