ირაკლი ქადაგიშვილი – ეუთო-ს რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ, რადგან მიკერძოებულია და იმ სამარცხვინო პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც „არა რუსულ კანონს“ ჰქვია

,,ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, ქართული დელეგაცია რატომ არ უჭერს მხარს ეუთო-ს რეზოლუციას.

„ეუთო-ს რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ, რადგან მიკერძოებულია და იმ სამარცხვინო პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც „არა რუსულ კანონს“ ჰქვია, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, „რეზოლუციაში საქართველოს დეოკუპაციის ჩაწერაც კი ეშინიათ“.