რიში სუნაკმა კირ სტრამერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მომავალ პრემიერ-მინისტრს კირ სტრამერს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

რიში სუნაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ „კონსერვატიული პარტია“ დამარცხდა „ლეიბორისტებთან“ ბრძოლაში.

„დავურეკე კირ სტარმერს და გამარჯვება მივულოცე. ბევრი რამ არის სასწავლი და დასაფიქრებელი“, – თქვა რიში სუნაკმა.

ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც წინასწარი შედეგებით „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. შესაბამისად, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მათი ლიდერი, კირ სტრამერი გახდება.

დიდი ბრიტანეთის მეფესთან აუდიენციის შემდეგ სტარმერი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება.