ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია

წინასწარი ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ერთობა“, საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში მესამე ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიაა.

ცნობილია ისიც, რომ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

წინასწარი მონაცემებით, „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია – 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ – 132-152 ადგილს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 67.5% შეადგინა.