რუსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ უკრაინელების მიერ ბომბდამშენის გატაცების მცდელობა აღმოფხვრა და არა მხოლოდ… ოპერატიული თამაშის შედეგად, დაბომბილ იქნა უკრაინული აეროდრომი “ოზერნოე”

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, მათ უკრაინელების მიერ სტრატეგიული ბომბდამშენის, „ტუ-22 მ3“-ის გატაცების მცდელობა აღმოფხვრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღმოფხვრა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენის, „ტუ-22 მ3“-ის გატაცების მორიგი მცდელობა“, – წერია რუსეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინული დაზვერვა რუსი პილოტის გადაბირებას ცდილობდა, მას 2 მლნ. აშშ დოლარს და იტალიის მოქალაქეობას სთავაზობდნენ. პილოტს თვითმფრინავი უკრაინის ერთ-ერთ აეროდრომზე უნდა დაესვა. რუსეთის უშიშროება ამ ოპერაციასთან კავშირში ნატოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

ოპერატიული თამაშის შედეგად, დაბომბილ იქნა უკრაინული აეროდრომი “ოზერნოე”, აცხადებს ეფ-ეს-ბე.

„ტუ-22 მ3“ არის შორი მოქმედების ზებგერითი ბომბდამშენი. მას შეუძლია როგორ უბრალო, ასევე ბირთვული იარაღის გადატანა.