მემარცხენე პარტიის „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებს, რომ დამარცხება აღიაროს.
მისი თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს.
„ულტრამემარჯვენეები შორს არიან უმრავლესობისგან. არჩევნების შედეგები არის მობილიზაციის ძალისხმევის შედეგი. პრეზიდენტმა ქედი უნდა მოიხაროს და აღიაროს, რომ ეს არის მარცხი. პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება და მოვალეობა, რომ ახალი სახალხო ფრონტი დანიშნოს მმართველობაში“, – განაცხადა ჟან-ლუკ მელანშონმა,
შეგახსენებთ, წინასწარი ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება.