პროცესი იმდენად საჯარო და გამჭვირვალეა, რომ უკვე ამას აღარც მალავენ”, – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, სადაც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტის გარეშე მსჯელობენ.
“არაობიექტური შემფასებლები აფასებენ 9 პუნქტის შესრულებას, დემოკრატიას საქართველოში და ა.შ.
ის საზოგადოებები, რომლებიც პირდაპირ არიან დაინტერესებულნი და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ აფინანსებენ პოლიტიკური რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე, ენჯეო სექტორს, რა თქმა უნდა, ვერ იქნებიან ობიექტური შემფასებლები”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნული ღონისძიება საქართველო ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.
კადრების გადაღების შემდგომ, მედიის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს. თუმცა, ორგანიზატორების მტკიცებით, ღონისძიება დახურული არ ყოფილა.