გურამ მაჭარაშვილი – 26 ოქტომბერს, ახალი და ძველი “ნაცმოძრაობა” წააგებს, ერთი ძველი სტილით და ერთი ახალი სტილით

26 ოქტომბერს, ახალი და ძველი “ნაცმოძრაობა” წააგებს, ერთი ძველი სტილით და ერთი ახალი სტილით. მეტი განსხვავება მათ შორის არ არის. ეს არის ერთი სხეული, რომელიც საქართველოსთვის არის ანტისხეული, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პარტიაში ძველი სახეები გადანაწილდნენ.

“ნაცმოძრაობაში” ერთმანეთს თუ დაუმტკიცებენ, რომ ახალი სახეები არიან თორემ საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ძველი სახეები გადანაწილდნენ. უბრალოდ, ის იქნება, რომ 26 ოქტომბერს, ახალი და ძველი “ნაცმოძრაობა” წააგებს, ერთი ძველი სტილით და ერთი ახალი სტილით. მეტი განსხვავება მათ შორის არ არის. ეს არის ერთი სხეული, რომელიც საქართველოსთვის არის ანტისხეული. აქედან გამომდინარე, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაფორმდება ამ პოლიტიკური რეჟიმის დასასრულის დასაწყისი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.