პესკოვი: კრემლი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, თითქოს რუსეთმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანა

კრემლი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, თითქოს რუსეთმა უკრაინაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საავადმყოფოზე სარაკეტო იერიში მიიტანა, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ არ ვახორციელებთ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე. დარტყმები ხდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამ თუ იმ გზით უკავშირდება კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალს“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.

ამასთან, მანამდე, განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის უწყებამაც, სადაც ნათქვამია, რომ „უკრაინის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე, სიმართლეს არ შეესაბამება“.