ტურისტები, რომლებიც სუფთა ამოცანების შესრულებაში მიიღებენ მონაწილეობას, დანიის მთავრობისგან უფასო საკვებითა და სხვა სარგებლით დაჯილდოვდებიან

ტურისტები, რომლებიც სუფთა ამოცანების შესრულებაში მიიღებენ მონაწილეობას, დანიის მთავრობისგან უფასო საკვებითა და სხვა სარგებლით დაჯილდოვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

საცდელი სქემა 15 ივლისს იწყება. სქემის თანახმად, კოპენჰაგენის ტურისტულ ატრაქციონები ტურისტებს ჯილდოს შესთავაზებს ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა ნარჩენების შეგროვება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ან ქალაქში ველოსიპედით სეირნობა. ტურისტებს კი შეუძლიათ, სანაცვლოდ მოითხოვონ უფასო ლანჩი, ყავა, ღვინო და კაიაკის დაქირავება.

„როდესაც საზღვარგარეთ მოგზაურობთ, სხვა ქვეყანაში მიფრინავთ ან მანქანით მოგზაურობთ გარემოს აბინძურებთ. ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის, ვიყოთ უფრო მდგრადები იმ გარემოს მიმართ, სადაც ვართ. ეს გეგმა მწვანე ცვლილებებისკენ გადადგმული გადადგმული პატარა ნაბიჯია“, – განაცხადა ტურიზმის საბჭოს კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჰოლმ პეტერსენმა.