უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7511 ლარი ეღირება, ევრო – 2.9783 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5266 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7399 ლარი ღირდა, ევრო – 2.9670 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5123 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 10 ივლისს ამოქმედდება.

და ბოლოს, დღეს 100 რუსული რუბლი 3.1014 ლარი ღირდა. ხვალ კი 100 რუსული რუბლი 3.1157 ლარს შეადგენს.