ზურაბ ჯაფარიძე – ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, 5 წელიწადში ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის წევრი

ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, 5 წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ბარიერად ეღობება ამას, ეს არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბერს „რეჟიმის შეცვლა პრინციპული საკითხია“.

„26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა, ამის მიღწევისთვის საჭიროა სამი რამ.
პირველი: საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ საარჩევნო ყუთებთან.
მეორე: ხმების დაცვა, მას შემდეგ, რაც ხალხი საარჩევნო ყუთებთან მოვა.
მესამე: ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში.
მჯერა, საბოლოოდ, ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია სამივე ამოცანას ეხმიანება“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.