ესენი არიან ამორალური ადამიანები, ვინაიდან არაფერი არ არის იმაზე დიდი სირცხვილი, რომ ხარ “ნაცი”

ესენი არიან ამორალური ადამიანები, ვინაიდან არაფერი არ არის იმაზე დიდი სირცხვილი, რომ ხარ “ნაცი” და გიტყდება, რომ ხარ “ნაცი”, – ასე ეხმაურება მმართველი პარტიის წევრი, რატი იონათამიშვილი ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეზე განხორციელებულ თავდასხმას, როდესაც მას “ნაცმოძრაობის” წევრმა, დავით ჩხობაძემ ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“ისეთი უბადლო რეპუტაციის მქონე ადამიანზე, როგორიც მიხეილ სარჯველაძეა, როდესაც ასეთ ვიგინდარულ ქმედებას ჩაიდენ, ამით მხოლოდ საკუთარ უზნეო ბუნებას ამჟღავნებენ ეს ადამიანები”, – აღნიშნავს იონათამიშვილი.