თურქეთის თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი ჟურნალ Politico-სთან ინტერვიუში:
“ნატო არის ყველაზე ეფექტური უსაფრთხოების ინსტიტუტი ევროპაში და ატლანტიკის რეგიონში და ნებისმიერი ალტერნატივა ძირს უთხრის ალიანსის ერთიანობას”.
თუმცა, ამავე დროს, თურქეთი თავისი საკუთარი ინტერესების მიხედვით იმოქმედებს.
გიულერი: “თურქეთი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხარე (რუსეთი-უკრაინა) მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ჩვენ არ დავუშვებთ შავი ზღვის გადაქცევას სტრატეგიული ომის ზონად”.