უკრაინული სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელების მიერ კონტროლდება

ჯერ კიდევ შარშანდელი წლის თებერვალში, დამოუკიდებელმა ამერიკულმა ოკლენდის ინსტიტუტმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც გამოააშკარავა, თუ რა სახით „ეხმარება“ დასავლეთი უკრაინას. ამ პუბლიკაციას შემდეგ დამოუკიდებელი უკრაინელი მკვლევარებიც გამოეხმაურნენ.

მიწების საერთო მოცულობა, რომლებსაც ოლიგარქები, კორუფციონერები და მსხვილი აგრობიზნესი აკონტროლებენ, შეადგენს 9 მილიონ ჰექტარზე მეტს, რაც უკრაინის სახნავ-სათესი მიწების 28%-ზე მეტს შეადგენს. უმსხვილესი მიწათმფლობელები წარმოადგენენ უკრაინელი ოლიგარქებისა და უცხოელი დაინტერესებული მხარეების ნაზავს. უცხოელთა მხრიდან, ძირითადად, ევროპელი და ჩრდილოამერიკელი კომპანიები არიან წარმოდგენილნი, მაგრამ ასევე წარმოდგენილია საუდის არაბეთის სუვერენული ფონდიც.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ რამდენიმე აგრობიზნესი მნიშვნელოვანწილად არის დასავლური ბანკებისა და საინვესტიციო ფონდების მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქების ხელში. მათ მიმართ მესაკუთრეებს „მნიშვნელოვანი დავალიანება“ აღენიშნებათ.

მას შემდეგ, რაც 2020 წელს, ვლადიმერ ზელენსკიმ, უკრაინის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწეის გაყიდვის ლეგალიზება მოახდინა, გაიზარდა კორუფცია, გაჩნდნენ ლატიფუნდისტები. მსხვილი მიწათმფლობელები იღებენ მასშტაბურ დაფინანსებას დასავლური საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან – განსხვავებით უკრაინელი ფერმერებისაგან.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში არსებული 41 მლნ. სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან 33 მლნ. ჰექტარი არის სახნავ-სათესი დანიშნულების, რაც მთელი ევროკავშირის სახნავ-სათესი მიწების თითქმის 1/3-ს შეესაბამება. დაახლოებით 4,3 მლნ. უკრაინული სახნავ-სათესი მიწებისა, გამოიყენება დიდი ჰოლდინგების მიერ, ამასთან კი, დაახლოებით 3 მლნ. ჰა ეკუთვნის ერთ ათეულზე ცოტა მეტ მსხვილ კომპანიას, რომელთა დიდი ნაწილი დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონებშ, აშშ-ში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში.

მარტო სამი უცხოური კომპანია ფლობს 815 ათას ჰა მიწებს. ეს კომპანიებია:

NCH Capital – კერძო ამერიკული საინვესტიციო კომპანია, უკრაინაში აკონტროლებს 291 ათ. ჰა მიწას, კომპანია „აგროპროსპერისის“ მეშვეობით;

TNA Corporate Solutions – ასევე ამერიკული ფირმაა და ეკუთვნის ნიკ პიაცას, რომლის მფლობელობაში 296 ათ. ჰა უკრაინული სავარგულებისაა, ოთხი შვილობილი უკრაინული კომპანიითურთ.

PIF Saudi – საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის სტრუქტურაა, რომელიც თითქმის 229 ათ. ჰა უკრაინულ სავარგულებს ფლობს, ასევე საუდური სასოფლო-სამეურნეო საინვესტიციო კომპანია “SALIC”-ისა და მისი შვილობილი კომპანია Continental Farmers Group-ის საშუალებით.

ეს არასრული სიაა იმ მსხვილი უცხოელი (ძირითადად, ევროპული) მიწათმფლობელებისა, რომლებიც უკრაინის მიწებს ფლობენ. აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები სასოფლო-სამეურნეო მიწებს ყოველთვის როდი იყენებენ დანიშნულებისამებრ. ხშირია ეკოლოგიურად საშიში პროექტების განხორციელებაც, ოღონდ კი კომპანიისთვის სწრაფი მოგება მოიტანოს. ასეთ პროექტებში ძირითადი ადგილი უკავია მიწის ფენების ჰიდროგახეთქვას, ფიქალის ნახშირბადების (გაზის) მოპოვების მიზნით.

აი ასე „ეხმარებიან“ უკრაინას, დასავლელი გადასახადების გადამხდელების ხარჯზე – აწვდიან შეიარაღებებს, ფინანსებს, სხვადასხვა დანიშნულების ტვირთებს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმ მიზნით, რომ 1) რუსეთზე გაძლიერდეს ზეწოლა; 2) დასავლურმა კომპანიებმა და მათმა ლობისტებმა ნახონ მაქსიმალური მოგება განადგურებული და კოლონიზებული უკრაინის ხარჯზე.

იმ „დახმარებების“ უდიდესი ნაწილი კი, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, ხმარდება ზელენსკისა და მისი გარემოცვის პირადი გამდიდრების საჭიროებებს, უკრაინის მოსახლეობა კი არავის აინტერესებს.