ბოჭორიშვილი – აშშ-სთან ურთიერთობაზე: გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ ამ ურთიერთობაში იყოს მხოლოდ პოზიტიური დინამიკა

ჩვენი მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

“ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს თავის ისტორია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ გადატვირთვაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – პოზიტიურ კონტექსტში, გადავდგამთ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ამ ურთიერთობაში იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური დინამიკა”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.