[გამჭვირვალობის] კანონი რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა” – ქადაგიშვილი

,,გამჭვირვალობის კანონი საბაბად არის მოყვანილი, რომელსაც ევროპაში „რუსული“ დაარქვეს. ეს კანონი რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

“რაც შეეხება დახმარებებს, ეს არის სესხი, რისი აღებაც ქვეყანას ყველგან შეუძლია. ამ მცირე ამოცანების გამო ქვეყნებს შორის ათწლეულებისას ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეწირება. არჩევნების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, მაგრამ მაინც ხინჯი რჩება საზოგადოების აღქმაში. მსოფლიო პოლიტიკას ვარდისფერი სათვალით არ უნდა ვუყუროთ, ხშირად პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა რიგ საკითხებზე. ჩვენ ევროინტეგრაციის მიზნებს არ ვცვლით, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საუკეთესო მიზნებისთვის პოზიციები გაგვაჩნია, რაც ზოგიერთი გლობალური მოთამაშის ინტერესებში არ შედის”, – აღნიშნა დეპუტატმა.