ისრაელი ქალაქ ღაზის მოსახლეობას სრული ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ღაზაში სხვადასხვა გზით ინფორმაციას ავრცელებენ დაგეგმილი იერიშის შესახებ და მოსახლეობას მოუწოდებენ ჩრდილოეთ ნაწილში გადავიდნენ. ღაზის სექტორის ჩრდილოეთით და ისრაელი-ლიბანის საზღვარზე გააქტიურებულია ოპერაციები და იერიშები ჰეზბოლასა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის.

ქალაქ ღაზაში ისრაელის ძალებმა თვითმფრინავიდან ფლაერები გადმოყარეს, სადაც მოუწოდებდნენ ყველას, რომ საშიში საბრძოლო ზონები დატოვონ და მონიშნული უსაფრთხო გზებით, დეირ ალ-ბალას და ალ-ზავაიდას მაგისტრალებით ჩრდილოეთით გადაადგილდნენ.

გაერომ შეშფოთება გამოხატა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე მეორედ გავრცელდა ქალაქ ღაზის სრული ევაკუაციის მოწოდება. ბოლო ორი კვირის მანძილზე ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ღაზის რამდენიმე უბანში ხელმეორედ შევიდა, სადაც ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტერორისტები იმყოფებოდნენ.