,,ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ვურჩევდი, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ. მათ შორის, გარკვეული ნეგატიური აქცენტების გაკეთება საარჩევნო სისტემებზე, რა თქმა უნდა, უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანები საერთოდ საქმის კურსში არიან თუნდაც წინა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც აღიარებული იყო, როგორც სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემოში ჩატარებულად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
“ეს არჩევნები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის იქნება, ვიდრე წინა არჩევნები ჩატარებულა. ამ არჩევნების კონკურენტუნარიანობას სამართლიანობასა და მის სიზუსტეს განაპირობებს ის ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც სწორედ 12 რეკომენდაციის ფარგლებში განახორციელა ქვეყანამ. მათ შორის, ელექტრონული მექანიზმის არსებობა, რომელიც მყისიერად მოგვცემს დათვლის შედეგებს და ამიტომ ნებისმიერ მათგანს ვურჩევდი, რომ ამ წინასწარი ნეგატიური განწყობების შექმნას უფრო მეგობრული ყოფილიყვნენ საქართველოს მიმართ და პატივი ეცათ იმ რეფორმებზე, რომელიც არაერთხელ იქნა აღიარებული როგორც ევროკავშირის, ასევე არაერთი ინსტიტუტის მიერ“, – აღნიშნა წილოსანმა.