ანრი ოხანაშვილი – საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება

ქართული ჯარის წვრთნისთვის აღარ უნდათ რომ გაიღონ თანხა და NGO-ების წვრთნას ატარებენ 2024 წელს თუ რა ხდება?,- ამის შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ოხანაშვილის თქმით, ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება.

“მე არ მესმის, ქართული ჯარის წვრთნისთვის აღარ უნდათ რომ გაიღონ თანხა და ამბობენ, რომ NGO-ები უნდა დავაფინანსოთო. NGO-ების წვრთნაში იხდიან თანხას თუ რა ხდება? NGO-ების წვრთნას ატარებენ 2024 წელს, თუ რაზეა საუბარი? NGO-ების წვრთნას აპირებს ვინმე ამ ქვეყანაში? ნუ, თუ გაწვრთნიან, რომ უფრო დემოკრატიულები იყვნენ და გამჭვირვალობას უჭერდნენ მხარს, ცუდი არ არის, წაადგება ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, მათ. თანხებით მანიპულირება არ არის არც მეგობრული ჟესტი და არც დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება. ჩვენთვის, ყველასთვის მიუღებელია. ეს არ წაადგება მეგობრულ ურთიერთობას და ამიტომ თხოვნა გვაქვს, რომ გადახედონ ამ ნაბიჯებს, ამ რიტორიკას, ამ მიდგომას,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ
გასრიმ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით შეაჩერონ დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას გაუძლიერონ.